იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ლეჩეს დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.
შესაბამისად, ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის ბოლო მატჩი ჩაატარა და უახლოეს დღეებში ნაკრებს შეუერთდება.
იტალიის სერია ა-ში ნაპოლიმ 53 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.
რაც შეეხება უშუალოდ კვარაცხელიას, წელს მის ანგარიშზე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.