ნაპოლის ყოფილი და იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი ნეაპოლში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მოგეხსენებათ, აქტურად იწერება, რომ კალცონა მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და მის ნაცვლად სტეფანო პიოლი დაინიშნება.
"5 წელში 3 მწვრთნელის გამოცვლა სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია, რადგან ფეხბურთელებს კომფორტი და ფსიქოლოგიური მდგრადობა სჭირდებათ.
ისინი უნდა გაუფრთხილდნენ, მოუარონ და იზრუნონ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, მაგალითად, კვარაზე და შეუქმნან ყველანაირი პირობა, რომ ფეხბურთი ითამაშონ", - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ სპალეტი გასულ წელს ნაპოლისთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. კვარაცხელია კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.