ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ბევრი იწერება და ჯერაც უცნობია, სად ვიხილავთ ქართველ შემტევს შემდეგ სეზონში.
როგორც ცნობილი გავლენიანი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, ნაპოლი ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაშვებას არ გეგმავს.
"კვარაცხელიას გუნდიდან გაშვება ნაპოლის გეგმებში არ შედის, რადგან ისინი სავარაუდოდ ზაფხულში ოსიმენს დაემშვიდობებიან.
ნაპოლი ქართველს ახალ კონტრაქტს შესთვაზებს, რომლის დეტალებიც მომდევნო კვირაში იქნება ცნობილი. კონტრაქტში ეწერება გათავისუფლების პუნქტიც, რომელიც ოსიმენის კონტრაქტშიც იყო.
სავარაუდოდ, ოსიმენი ზაფხულში პსჟ-ში გადავა, არის ინტერესი პრემიერ ლიგის გუნდებიდანაც. ფაქტია, გამოსასყიდი პუნქტი, რომელიც ოსიმენს ჰქონდა, ზაფხულში ამოქმედდება. ღირებულება კი 120-130 მილიონი ევროა", - წერს ფაბრიციო.