იტალიის თასის 1/16 ფინალში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება ნაპოლისა და პალერმოს შორის, რომელიც ნეაპოლელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ანტონიო კონტემ ამ მატჩში გუნდის ლიდერები დაასვენა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია და რომელუ ლუკაკუ.
ნაპოლის შემტევი დუეტი მოედანზე ბოლო 15 წუთი შემოვიდა. ლუკაკუმ ამ მოკლე დროში საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო და ახალწვეულ მაკტომინაის გოლი გაატანინა.
მაკტომინაის გარდა, ნაპოლის მხრიდან გოლები ნგონგემ (2), ჟესუსმა და დავიდ ნერეშმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ მატჩს ნაპოლი 29 სექტემბერს, სერია ა-ში, მონცას წინააღმდეგ გამართავს.