დე ლაურენტისი და მისი გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა. უახლოეს კვირებში, გუნდი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს, თუმცა იქამდე, ნაპოლიმ პოტენციურ ტრანსფერეზე მუშაობა უკვე დაიწყო.
როგორც ცნობილი ხდება, "პარტენოპეი" მეისონ გრინვუდის აგენტს დაუკავშირდა. იტალიური გუნდი, 22 წლის ინგლისელით სერიოზულად არის დაინტერესებული. ნაპოლი ახალ მარჯვენა ვინგერს ეძებს და გრინვუდის ვარიანტი კლუბში ძალიან მოსწონთ.
მას შემდეგ, რაც მეისონ გრინვუდს ბრალი წაუყენეს გაუპატიურების მცდელობაში, მანჩესტერ იუნაიტედმა მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა. 2023 წლის ზაფხულში, ფეხბურთელის პირდაპირ გაყიდვა ვერ მოხერხდა, სწორედ ამიტომ, ხეტაფემ ფეხბურთელი იჯარით დაიმატა. ამ სეზონში, ინგლისელის ანგარიშზე 34 თამაში, 10 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. როგორც ჩვენთის არის ცნობილი, ფეხბურთელი მანჩესტერის გეგმებში კვლავ არ შედის, ხეტაფეში დარჩენაც ნაკლებ სავარაუდოა, სწორედ ამიტომ ზაფხულში სხვა გუნდში ტრანსფერი გარდაუვალია.
მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტირუებაც.