მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ განაცხადა, რომ მის ექს-გუნდს ახალი კაპიტანი სჭირდება. უკვე ბევრი საუბრებია იმის შესახებ, რომ ბრუნო ფერნანდეში არ უნდა ატარებდეს სამკლაურს და ყოფილი ფრანგი განაპირა მცველის აზრით, "წითელი ეშმაკების" კაპიტანი კვლავ ჰარი მაგუაიერი უნდა გახდეს.
"დაუბრუნეთ მაგუაიერს კაპიტნის სამკლაური. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გადაიტანა, ის ძლიერ ფეხბურთელად და ლიდერად დარჩა", - განაცხადა "მანკუნიანელთა" ყოფილმა განაპირა მცველმა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი უკანახაზელი თავისი ამჟამინდელი გუნდის კაპიტანი 2020-2023 წლებში იყო.
ჰარის მიმართ წამოსული კრიტიკის შემდეგ, ოლდ ტრაფორდის ბინადრების ხელმძღვანელობამ სამკლაური პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველს გადასცა. აქვე დავამატებთ, რომ 43 წლის ყოფილ განაპირა მცველამდე, რუბენ ამორიმის გუნდში კაპიტნის შეცვლის იდეა გააჟღერეს როი კინმა, გარი ნევილმა და პეტერ შმეიხელმა.