ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მისი მწვრთნელობით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა გასვლით შეხვედრაში მოუგეს თურქეთს, დღეს კი "მამლებს" ბელგიასთან თამაში ელით. ფრანგი სპეციალისტი ეროვნულ გუნდში არსებული მდგომარეობით კმაყოფილია.
"მინდა, რომ საფრანგეთის წარმატებაში წვლილი შეიტანოს თითოეულმა ფეხბურთელმა, არა მხოლოდ ლიდერებმა. ერთი კვირაა, რაც ნაკრებთან ვარ და მინდა გითხრათ, მათში ერთსულოვნებას ვხედავ. ერთმანეთის გვერდით თავს კარგად გრძნობენ. იმედი მაქვს, ყველაფერი სწორედ ასე გაგრძელდება.
ფეხბურთი იცვლება ძალიან სწრაფად - უკვე 54 წლის ვარ და სამწუხაროდ მოედანზე გასვლა არ შემიძლია. ვურჩევ, რომ მაქსიმალურად ისიამოვნონ ეროვნულ გუნდში თამაშის შანსით. მოვა დრო და ყველაფერი დასრულდება, ამიტომ, მთავარია ის, რაც მათ გარშემო ახლა ხდება", - განაცხადა "მამლების" დამრიგებელმა.












![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)


