რეალ მადრიდის ოფიციალურ განცხადებაში, როგორც ვკითხულობთ, კილიან მბაპეს მარცხენა მუხლის უკანა კაფსულის ჰიპერექსტენზია დაუდგინდა.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ფრანგ ფორვარდს 1 თვემდე გაეცდინა, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ დაზიანება მძიმე არ არის და 27 წლის ფეხბურთელი ვარჯიშს დაახლოებით 2 კვირაში განაახლებს.
მბაპე რეაბილიტაციის კურსს მადრიდში გაივლის, რის შემდეგაც გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.












