ნაპოლის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 3:1 დამარცხდა.
სამწუხაროდ, კვარაცხელიას ისეთი დონის მატჩი არ ჰქონდა, როგორსაც ველოდებით ხოლმე, თუმცა თურქ მცველებს საფრთხე რამდენჯერმე მაინც შეუქმნა.
ნეაპოლელებს კი კვარაცხელია სრულად შესწავლილი ჰყავთ და არ გამორჩენიათ, რომ მან ნაპოლის წვივსაფრებით ითამაშა.
"ნახეთ, ისევ მის გულში ვართ, ამ ჟესტით კვარამ თავის მომავალზე მიგვანიშნა. ყველგან ნაპოლი ჰყავს", - წერენ ნეაპოლური გამოცემები.
თავად კვარაცხელია აცხადებს, რომ ამჟამად ის სრულად ევროპის ჩემპიონატზეა კონცეტრირებული და თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ ტურნირის დასრულების შემდეგ მიიღებს.