სულ რამდენიმე წუთის წინ გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ნაგელსმანის გადაწყვეტილებებს დიდი გამოხმაურება უკვე მოჰყვა, რადგან განაცხადში რამდენიმე ცნობილი და მაღალი დონის ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
იხილეთ ფეხბურთელების სია, რომლებსაც გერმანიის ეროვნული ნაკრების განაცხადში ელოდებოდნენ, თუმცა საბოლოო სიაში ვერ მოხვდნენ:
- ნოა ატუბოლო (ფრაიბურგი)
- იულიან ბრანდტი (დორტმუნდი)
- რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი)
- იან აურელ ბისეკი (ინტერი)
- მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი)
- კარიმ ადეიემი (დორტმუნდი)
- ანტონ შტახი (ლიდს იუნაიტედი)
- კევინ შადე (ბრენტფორდი)
- ტომ ბიშოპი (ბაიერნი)
- საიდ ელ მალა (კიოლნი)
სიაში ვერ მოხვდა სერჟ გნაბრიც, რომელიც ტრავმირებულია და მოედანს კიდევ რამდენიმე თვე ევრ დაუბრუნდება.








