როგორც მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მატაის დე ლიხტს ზურგის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ნიდერლანდელი ფეხბურთელი თავს უკვე კარგად გრძნობს.
When the going gets tough, the tough get going.
— Manchester United (@ManUtd) May 15, 2026
You've got this, @MdeLigt_04 👊 pic.twitter.com/TJBeKDCSYB
პირველადი ინფორმაციით, 26 წლის ცენტრალური მცველი დაახლოებით 3 თვეს იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატს ოფიციალურად გამოტოვებს.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ტრავმის გამო ჩავი სიმონსი უკვე დაკარგა — ტოტენჰემის შემტევი ნახევარმცველი მუნდიალს 100%-ით გამოტოვებს.












