ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, ფერმინ ლოპესმა ბეტისთან მატჩში მარჯვენა ფეხის მეხუთე მეტატარსალური ძვლის მოტეხილობა მიიღო, რის გამოც ფეხბურთელს ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება.
ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სამწუხაროდ, ფერმინი მუნდიალს 100%-ით გამოტოვებს. პირველადი ინფორმაციით, 23 წლის შემტევი ნახევარმცველი 2-დან 3 თვემდე იუქმებს.








