სერხიო აგუერომ არ გაუშვა ხელიდან კრიშტიანუ რონალდუს წაკბენის შესაძლებლობა. IShowSpeed-თან საუბარში ყოფილმა ფეხბურთელმა ირონიულად ჰკითხა მას თავისი პორტუგალიელი კერპის შესახებ. ყველაფერი დაიწყო საკლუბო მუნდიალის განხილვით, რომელზეც ალ-ნასრი ვერ მოხვდა.
"რონალდუს თაყვანისმცემელი ხარ, ხომ? ეს ნორმალურია, ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა მე, რა თქმა უნდა, მესის ვირჩევ. მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე არ თამაშობს? ალბათ, ამ ტურნირის ტელევიზორში ყურება მოუწევს. თუ არ ვცდები, კრიშტიანუმ ახლა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, არა? ერთა ლიგა ყოფილა."
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი თავის არგენტინელ მოწინააღმდეგეს საფეხბურთო მოედანზე ექვსჯერ შეხვედრილა. მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფორვარდმა მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთან ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო, 5 წაგება და 1 ფრე.
🚨| WATCH: Speed asked Sergio Aguero to help him meet Messi but Aguero started clowning Speed for being a Ronaldo fan 😭😭😭 pic.twitter.com/MrMiog3Zkx
— Speedy HQ (@IShowSpeedHQ) June 15, 2025












