2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, მასპინძელმა აშშ-მ პარაგვაი დამაჯერებლად, 4-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში დებიუტში, მე-7 წუთზე ბობადილიას ავტოგოლით გაიხსნა, რასაც 31-ე წუთზე ბალოგუნის გოლი მოჰყვა, რომელმაც 14 წუთში დუბლი გაიფორმა და აშშ-მ პირველი ტაიმი 3-0 მოიგო. 73-ე წუთზე მაურისიომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-8 წუთზე პარაგვაის კარი რეინამ აიღო და საბოლოო ანგარიში, 4-1 დააფიქსირა.
აშშ 4-1 პარაგვაი
გოლები: 1-0 ბობადილი (ავტოგოლი)(7'), 2-0, 3-0 ბალოგუნი (31', 45+5'), 3-1 მაურისიო (73'), 4-1 რეინა (90+8')













