როგორც მოგეხსენებათ, იურგენ კლოპი ლივერპულის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არნე სლოტმა შეცვალა. შესაძლოა, ყველაფერი სხვა სცენარით წარმართულიყო: გერმანელი ტაქტიკოსი თავისი საქმის გამგრძელებლად მოიაზრებდა საკუთარ ასისტენტს, პეპ ლეინდერსს, რომლისგანაც მან არაერთი უარი მიიღო.
თავად ნიდერლანდელი მწვრთნელი მერსისაიდელთა ყოფილ დამრიგებელთან საუბრებს ასე იხსენებს:
"ის არაერთხელ მთავაზობდა თავისი საქმის გაგრძელებას. ამის შესახებ გვისაუბრია გასულ წლებში და ახლაც, ორჯერ. უარს ვამბობდი, რადგან მიმაჩნია, რომ კლოპის ადგილის დაკავება ჩემი მხრიდან არასწორი იქნება.
ეს არის ჩვენი ერთობლივი პროექტი. ერთად დავიწყეთ და ლოგიკური იქნებოდა, რომ ერთადაც დაგვესრულებინა. ამის გარდა, ლივერპულში ვიმუშავე თითქმის 10 წელი, ამ საქმეში ჩემი მაქსიმუმი გავიღე. მერსისაიდელებსა და მეც რაღაც ახალი გვჭირდებოდა", - განაცხადა რედ ბულ ზალცბურგის მომავალმა დამრიგებელმა.