ბრიუგესთან მარცხის შემდეგ, ჯან პიერო გასპერინიმ გააკრიტიკა თავისი შეგირდი, ადემოლა ლუკმენი, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში პენალტი გააფუჭა. იტალიელმა ტაქტიკოსმა ნიგერიელი ფორვარდის შესახებ განაცხადა შემდეგი:
"მას არ უნდა დაერტყა 11-მეტრიანი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შემსრულებელია, ვინც კი ოდესმე მინახავს.
ლუკმენს საშინელი რეკორდი აქვს ვარჯიშებზეც კი...ის ძალიან ცოტას იტანს. რეტეგი და დე კეტელარე იყვნენ მოედანზე, თუმცა მან თავად გადაწყვიტა ბურთის აღება და 11-მეტრიანის შესრულება. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ადემოლას ეს საქციელი ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა ბერგამოს ატალანტას სპეციალისტმა.
ნიგერიელი თავდამსხმელის პასუხმა არ დააყოვნა - "ვწუხვარ იმაზე, რომ ასეთ დღეს ამ განცხადების გაკეთება მიწევს. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ერთად შევძელით როგორც გუნდი და როგორც ქალაქი. ის ფაქტი, რომ ასე გამოკვეთილად მომექცნენ, არა მხოლოდ მტკივნეულია, არამედ ღრმა უპატივცემულობაც, განსაკუთრებით იმ უდიდესი შრომისა და თავდადების ფონზე, რომელსაც ყოველდღიურად ვიჩენდი, რათა ეს კლუბი და ბერგამოს წარმოუდგენელი გულშემატკივრები წარმატებას მიეღწიათ.
სიმართლე რომ ვთქვა, აქ ყოფნის განმავლობაში ბევრ რთულ მომენტს გავუმკლავდი, რომელთაგან ბევრზე არასდროს მისაუბრია, რადგან ჩემი აზრით, გუნდი ყოველთვის დაცული უნდა იყოს და პირველ ადგილზე იდგეს. სწორედ ამიტომ, რაც გუშინ საღამოს მოხდა, კიდევ უფრო მტკივნეულია. ჩვენი წარმოუდგენელი გულშემატკივრების გვერდით, როგორც გუნდი, ჩვენც იმედგაცრუებულები ვართ გუშინდელი შედეგით.
მატჩის დროს მთავარმა პენალტისტმა მე დამავალა პენალტის შესრულება და გუნდის მხარდასაჭერად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. ცხოვრება გამოწვევებთან არის დაკავშირებული და ტკივილის ძალად გადაქცევას ნიშნავს – სწორედ ეს გავაკეთე", - დაწერა ბერგამასკთა ფორვარდმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ იტალიურ კლუბმა ბრიუგესთან ორი მატჩის ჯამში 2:5 წააგო.