ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ, რომელიც წლების განმავლობაში იუვენტუსსა და იტალიის ნაკრებში ითამაშა, მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა.
2027/18 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის რეალმა პირველ შეხვედრაში იუვენტუსი 3:0 გაანადგურა და კიელინი სწორედ ამ მატჩს იხსენებს.
"იმ შეხვედრაში ისკო უბრალოდ შეუჩერებელი იყო, მთელი გუნდი მას დავსდევდით. ხან ცენტრში იყო, ხან მარცხენა ფლანგზე, ხან მარჯვენა ფლანგზე და არ ვიცოდით, როდის რას აკეთებდა.
ის მატჩი რეალმა შეტევით მოგვიგო, რადგან საოცარი შემტევები ჰყავდა. მცველისთვის კი ყველაზე რთული არაპროგნოზირებადი ფეხბურთელების შეჩერებაა", - განაცხადა კიელინიმ.
მოგეხსენებათ, იმ სეზონში რეალმა ფინალამდე მიაღწია და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.