ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე შეხვედრა ჩაატარა. პირველი მატჩი თურქეთთან 3:1 წავაგეთ, მეორე შეხვეედრა ჩეხეთთან ფრედ 1:1 ვითამაშეთ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ამჟამინდელი მონაცემებით, საუკეთესო ბომბარდირებსა და სეივებში ქართველი ფეხბურთელები ლიდერობენ.
საქართველოს ნაკრების შემტევმა ჟორჟ მიქაუტაძემ თურქეთსა და ჩეხეთს გაუტანა, რითაც ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
რაც შეეხება ყველაზე მეტი სეივების ავტორს, აქ ერთპიროვნულად გიორგი მამარდაშვილი ლიდერობს. მან ორ თამაშის ჯამში 15 სეივი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.