16 მაისს, დინამო არენაზე Legend Series ფარგლებში მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს Geo 11 და ბარსელონას ლეგენდები დაუპირისპირდებიან.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მსოფლიოს ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი, რონალდინიოც მიიღებს — ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა 1998 წელს გრემიოში დაიწყო და სხვადასხვა დროს ევროპაში პსჟ-ს, ბარსელონას და მილანის ღირსებას იცავდა. 2005 წელს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, ოქროს ბურთი მოიგო. ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.
Geo 11 V ბარსელონას ლეგენდების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მისი შეძენა
tkt.ge-ზე არის შესაძლებელი.