მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის წინ, განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო, რაც პლეიოფამდე შეიძლება მოხდეს.
A ჯგუფი - ჩეხეთი V მექსიკა | სამხრეთ აფრიკა V სამხრეთ კორეა
მექსიკას პლეიოფში თამაში აქვს გარანტირებული, თანაც პირველი ადგილით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის კი იბრძოლებენ ჩეხეთი, სამხრეთ კორეა და სამხრეთ აფრიკა. დიახ, 1/16 ფინალში მოხვედრის შანსს, მინიმუმ მე-3 პოზიციით თითოეული ეროვნული გუნდი ინარჩუნებს.
B ჯგუფი - შვეიცარია V კანადა | ბოსნია V კატარი
ჯგუფი, სადაც ანალოგიურად გასვლის შანსი თითოეულ ნაკრებს აქვს. შვეიცარია და კანადა იბრძოლებენ პირველი ადგილისთვის, ბოსნია და კატარი კი მე-3 პოზიციისთვის.
C ჯგუფი - შოტლანდია V ბრაზილია | მაროკო V ჰაიტი
ბრაზილია და მაროკო პირველი ადგილისთვის იბრძვიან. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებს მეტოქედ ჰყავს შოტლანდია, რომელიც ასევე ინარჩუნებს 1/16 ფინალში გასვლის შანსს, "ატლასის ლომების" მოწინააღმდეგე კი უკვე გავარდნილი ჰაიტია.
D ჯგუფი - თურქეთი V აშშ | პარაგვაი V ავსტრალია
ამ ჯგუფში უკვე გარკვეული როგორც პირველადგილოსნის ვინაობა - აშშ, ისევე იმ ნაკრების, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. საუბარია თურქეთზე. ავსტრალია და პარაგვაი მე-2 და მე-3 პოზიციებზე გასული ეროვნული გუნდების ვინაობას გაარკვევენ.
E ჯგუფი - ეკვადორი V გერმანია | კურასაო V კოტ-დ'ივუარი
გერმანიამ უკვე ოფიციალურად გაიფორმა პირველი ადგილი, დანარჩენი სამი ნაკრები - კოტ-დ'ივუარი, ეკვადორი და კურასაო კი პლეიოფისთვის განკუთვნილი ვაკანტური პოზიციებისთვის იბრძოლებენ.
F ჯგუფი - ტუნისი V ნიდერლანდები | იაპონია V შვედეთი
ტუნისის გარდა, ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვთ როგორც ნიდერლანდებს, ისე შვედეთსა და იაპონიასაც. ყველაზე მარტივი გასეირნება ელით "მფრინავ ჰოლანდიელებს", რომელთა მოწინააღმდეგეც მე-3 ტურში სწორედ უკვე გავარდნილი "კართაგენელები" იქნებიან.
G ჯგუფი - ახალი ზელანდია V ბელგია | ეგვიპტე V ირანი
რუდი გარსიას გუნდს აუცილებლად მოგება სჭირდება, რათა ჯგუფში არ ჩარჩეს.ეგვიპტეს პირველ ადგილის შენარჩუნების ძალიან კარგი შანსი აქვს. ამჟამად აფრიკელებს 4 ქულა აქვთ, ირანსა და ბელგიას კი - 2-2.
H ჯგუფი - ურუგვაი V ესპანეთი | კაპო ვერდე V საუდის არაბეთი
"ფურია როხა" 4 ქულით პირველზეა, თუმცა 2-ქულიანი ურუგვაის ბარიერის დაძ₾ევაც მართებს. ასევე 2 ქულა აქვს კაბო ვერდესაც, რომელიც ამ ტურში საუდის არაბეთს ხვდება.
I ჯგუფი - ნორვეგია V საფრანგეთი | სენეგალი V ერაყი
ეს ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს, შესაბამისად, პირველადგილოსანი სწორედ ამ ჯახში გაირკვევა. სენეგალი და ერაყი მე-3 პოზიციისთვის იბრძოლებენ.
J ჯგუფი - იორდანია V არგენტინა | ალჟირი V ავსტრია
როგორც აღვნიშნეთ, მოქმედ ჩემპიონს პირველი ადგილი თითქმის გარანტირებული აქვს. თანაც, ლიონელ სკალონის გუნდს, რომელსაც 6 ქულა აქვს, ამ ტურში საკმაოდ მარტივი მეტოქე ჰყავს.ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ იორდანია არგეტინასთან სენსაციას ვერ მოახდენს, ალჟირი ან ავსტრია პირველ ადგილზე ვერ გავა, თუმცა გამარჯვებულს მეორე ადგილით გასვლის კარგი შანსი აქვს.
K ჯგუფი - კოლუმბია V პორტუგალია | კონგო დრ V უზბეკეთი
K ჯგუფში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. კოლუმბია 6 ქულით პირველზეა, რომელსაც 4-ქულიანი პორტუგალიას მოსდევს. პირველი ადგილის ვინაობა ამ მატჩში გაირკვევა.
L ჯგუფი - პანამა V ინგლისი | ხორვატია V განა
განასთან ფრის (0-0) შემდეგ, ტომას ტუხელის შეგირდები ბოლოადგილოსან პანამას შეხვდებიან. პირველი ადგილის გასანაღდებლად გუნდს მოგება სჭირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ყველა მატჩი
| 24/06 | 23:00 | შვეიცარია - კანადა | B ჯგუფი |
| 24/06 | 23:00 | ბოსნია - კატარი | B ჯგუფი |
| 25/06 | 02:00 | შოტლანდია - ბრაზილია | C ჯგუფი |
| 25/06 | 02:00 | მაროკო - ჰაიტი | C ჯგუფი |
| 25/06 | 05:00 | ჩეხეთი - მექსიკა | A ჯგუფი |
| 25/06 | 05:00 | სამხრეთ აფრიკა - სამხრეთ კორეა | A ჯგუფი |
| 25/06 | 23:55 | ეკვადორი - გერმანია | E ჯგუფი |
| 25/06 | 23:55 | კურასაო - კოტ-'დივუარი | E ჯგუფი |
| 26/06 | 03:00 | ტუნისი - ნიდერლანდები | F ჯგუფი |
| 26/06 | 03:00 | იაპონია - შვედეთი | F ჯგუფი |
| 26/06 | 06:00 | თურქეთი - აშშ | D ჯგუფი |
| 26/06 | 06:00 | პარაგვაი - ავსტრალია | D ჯგუფი |
| 26/06 | 23:00 | ნორვეგია - საფრანგეთი | I ჯგუფი |
| 26/06 | 23:00 | სენეგალი - ერაყი | I ჯგუფი |
| 27/06 | 04:00 | ურუგვაი - ესპანეთი | H ჯგუფი |
| 27/06 | 04:00 | კაპო ვერდე - საუდის არაბეთი | H ჯგუფი |
| 27/06 | 07:00 | ახალი ზელანდია - ბელგია | G ჯგუფი |
| 27/06 | 07:00 | ეგვიპტე - ერაყი | G ჯგუფი |
| 28/06 | 01:00 | პანამა - ინგლისი | L ჯგუფი |
| 28/06 | 01:00 | ხორვატია - განა | L ჯგუფი |
| 28/06 | 03:30 | კოლუმბია - პორტუგალია | K ჯგუფი |
| 28/06 | 03:30 | კონგო დრ - უზბეკეთი | K ჯგუფი |
| 28/06 | 06:00 | იორდანია - არგენტინა | J ჯგუფი |
| 28/06 | 06:00 | ალჟირი - ავსტრია | J ჯგუფი |












