მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, La Gazzetta dello Sport Georgia-ზე კი ფენტეზი ლიგა იწყება! შექმენი ფენტეზიში შენი გუნდი, ჩაერთე ჩვენს ლიგაში და მოგების შემთხვევაში, დასაჩუქრდი Apple AirPods Max Gen 2-ით (Powered by ENERGIA BORJOMI).
როგორ მივიღო მონაწილეობა?
ფიფას ოფიციალურ ფენტეზის საიტზე - FIFA World Cup 2026™ Fantasy, გაწევრიანდი LaGazzetta-ს ლიგაში (ლიგის კოდი: CZ21EN78).
ჩვენს ფენტეზის ლიგაში გაწევრიანება და თამაშში ჩართვა ნებისმიერ მსურველს, ტურნირის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია.
ფენტეზის წესები და პირობები:
- შექმენი გუნდი და დაარქვი სახელი.
- სატრანსფერო ბიუჯეტი: ჯგუფურ ეტაპზე €100 მილიონია, 1/8 ფინალში კი - €105 მილიონი.
- შენს გუნდში უნდა აირჩიო 15 ფეხბურთელი: 2 მეკარე, 5 მცველი, 5 ნახევარმცველი, 3 ფორვარდი.
რამდენი ფეხბურთელის ყიდვა შეგიძლია თითო ნაკრებიდან?
ჯგუფურ ეტაპზე: 3 ფეხბურთელი
1/16 ფინალური ეტაპი: 3 ფეხბურთელი
1/8 ფინალური ეტაპი: 4 ფეხბურთელი;
1/4 ფინალური ეტაპი: 5 ფეხბურთელი;
1/2 ფინალური ეტაპი: 6 ფეხბურთელი;
ფინალი: 8 ფეხბურთელი;
ყოველი ტურის წინ, დედლაინამდე შენ უნდა აარჩიო 11 ფეხბურთელი, კაპიტანი და ვიცეკაპიტანი. თუ სასტარტო თერთმეტეულიდან რომელიმე მათგანი თამაშს ვერ შეძლებს, სკამიდან ის ფეხბურთელი შეცვლის მას, რომელიც პირველი გყავს დაყენებული. თუ შენ მიერ არჩეულმა კაპიტანმა თამაში ვერ მოახერხა, ვიცეკაპიტანი შეძლებს გაორმაგებული ქულების დაწერას. ყოველი ტურის წინ შეგიძლია რამდენიმე სქემა აარჩიო, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მინიმუმ 1 მეკარე, 3 მცველი, 2 ნახევარმცველი და 1 ფორვარდი უნდა იყოს სასტარტო თერთმეტეულში.
ტრანსფერები
ტურნირის დაწყებამდე (მთავარ დედლაინამდე) შეგიძლია ულიმიტო ტრანსფერები გააკეთო €100 მილიონის ფარგლებში. როდესაც დედლაინის დრო მოვა, შენ უნდა გყავდეს 15 შერჩეული ფეხბურთელი, რომელიც პირველ ტურში ითამაშებს. ყოველი მომდევნო ტურის წინ, შეგიძლია ორი უფასო ტრანსფერი განახორციელო, თუმცა თუ გადაწყვეტ, რომ კიდევ გსურს დამატებითი ტრანსფერის გაკეთება, ეს -4 ქულა დაგიჯდება (ყოველი მომდევნო ტრანსფერი -4 ქულას ნიშნავს).
ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელსაც გათამაშების მიმდინარეობისას ნაკლები ტრანსფერი ექნება გაკეთებული.




![[VIDEO] მუნდიალის მსაჯი, რომელიც აშშ-ში არ შეუშვეს — ომარ არტანს სამშობლოში ასობით ადამიანი დახვდა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FAxrXYmlf5keGOSZsJDveCXphHXEJz8CV.png&w=3840&q=75)






