მსოფლიო ჩემპიონატი მერვედფინალის სტადიისკენ მივიდა. განვიხილოთ თითოეული წყვილი.
პორტუგალია V ესპანეთი
ამ ნაკრებებს ერთმანეთთან აკავშირებთ ბევრი რამ, განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუს, ვინც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთს სამი ბურთი გაუტანა. "ლა როხასა" და პორტუგალიას შორის მოგებული 1/4 ფინალში ბელგიასა და აშშ-ს შორის ერთ-ერთს შეხვდება. რაც შეეხება 1/16 ფინალს, "წითლებმა" დაამარცხეს ავსტრია, "ლუზიტანებმა" კი ხორვატია.
ბრაზილია V ნორვეგია
ბრაზილიის ყველაზე რთული გამოცდა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, თანაც ისეთ მეტოქესთან, რომელთანაც ოთხ ჩატარებულ მატჩში არასდროს მოუგია. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული 1/4 ფინალში ინგლისსა და მექსიკას შორის ერთ-ერთს შეხვდება. აქვე დავამატებთ, 1/16 ფინალში "სელესაომ" დაამარცხა იაპონია, ნორვეგიამ კი კოტ-დ'ივუარი.
მექსიკა V ინგლისი
ინგლისი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენჯერმე უკვე გადარჩა მარცხს. ყურადღების ცენტრშია ჰარი კეინი, ვინც თავისი ნაკრების ერთპიროვნული ლიდერია. ვნახოთ, რა იქნება მექსიკასთან, აცტეკაზე. აღნიშნულ წყვილში მოგებული 1/4 ფინალში ბრაზილიასა და ნორვეგიას შორის ერთ-ერთს შეხვდება.
არგენტინა V ეგვიპტე
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ ჩაატარა ურთულესი მატჩი ტურნირის მთავარ აღმოჩენასთან, კაბო ვერდესთან. მუნდიალის დებიუტანტთან მოსაგებად "ალბისელესტეს" ძირითადი 90 წუთი არც ეყო. 1/8 ფინალში მოწინააღმდეგე ეგვიპტეა, 1/4 ფინალში კი შვეიცარია-კოლუმბიას შორის ერთ-ერთი, თუ რა თქმა უნდა, "სელესიონი" გავა.
პარაგვაი V საფრანგეთი
საფრანგეთი მოიაზრება გამოკვეთილ ფავორიტად, თუმცა პარაგვაიმ გერმანიის დამარცხებით საფეხბურთო სამყაროს უჩვენა, რომ სიურპრიზების შემოთავაზება ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეუძლია. აღნიშნულ წყვილში მოგებული 1/4 ფინალში მაროკოსა და კანადას შორის ერთ-ერთს შეხვდება.
ბელგია V აშშ
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელმა ამერიკამ პლეიოფში დაამარცხა ბოსნია, თანაც ისე რომ 64 წუთის შემდეგ, უმცირესობაში აღმოჩნდა. ბელგიამ გაიარა კიდევ უფრო დრამატული გზა და სენეგალს 0:2-დან დაუქამბექა. ვნახოთ, ვინ გამოვა მოგებული, 1/4 ფინალში ესპანეთსა და პორტუგალიას შორის ერთ-ერთთან შესახვედრად.
კანადა V მაროკო
ორივე ნაკრები თავისი არსებობის საუკეთესო პერიოდს გადის. მაროკოს აღმასვლა დაიწყო ჯერ კიდევ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ამ ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ისტორიულ 1/2 ფინალს მიაღწია. კანადას მიმდინარე მუნდიალამდე აღნიშნულ ტურნირზე საერთოდ არ ჰქონდა მოგება, დღეს კი ეს ნაკრები 1/8 ფინალშია.
შვეიცარია V კოლუმბია
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის ყველაზე დაჩრდილული წყვილი, რომლის გამარჯვებული მეოთხედფინალში მოქმედ ტრიუმფატორ არგენტინასა და ეგვიპტეს შორის მოგებულს შეხვდება. შვეიცარიამ 1/16 ფინალში აჯობა ალჟირს, კოლუმბიამ კი განას.
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის ყველა მატჩი
| კანადა - მაროკო | 21:00 | 4 ივნისი |
| პარაგვაი - საფრანგეთი | 01:00 | 5 ივნისი |
| ბრაზილია - ნორვეგია | 23:55 | 5 ივნისი |
| მექსიკა - ინგლისი | 04:00 | 6 ივნისი |
| პორტუგალია - ესპანეთი | 23:00 | 6 ივნისი |
| აშშ - ბელგია | 04:00 | 7 ივნისი |
| არგენტინა - ეგვიპტე | 20:00 | 7 ივნისი |
| შვეიცარია - კოლუმბია | 23:55 | 7 ივნისი |











