ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე. ქართველებმა ბულგარეთში გამართულ შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩეხეთი 6-0 დაამარცხა.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნია გათენაძე, ანა ბოლოკაძე და ელენე ეფრემიძე ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგის მიხედვით, ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და პოლონეთის გუნდს ანგარიშით 6:0 სძლია; ნახევარფინალი ქართველმა გოგოებმა იტალიელებთან 2:4 წააგეს.








