ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი კატალონიის ბარსელონაზე საუბრობს და ამბობს, რომ თავისი ყოფილი კლუბი განსაკუთრებულია.
"ყოველი მატჩის შემდეგ, ბარსელონაში საუბობენ არა გამარჯვებაზე ან მარცხზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ითამაშე, ამიტომ არის ეს კლუბი განსაკუთრებული - მსგავსი რამ არსად არ ხდება.
მათთვის მთავარია, რომ გულშემატკივრებმა მოედანზე დანახულით სიამოვნება მიიღონ. ამიტომ, ბარსელონაში როცა თამაშს იგებ, საკმარისი არ არის, ეს სწორად უნდა გააკეთო", - განაცხადა ანრიმ.
ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონა 67 ქულით მე-2 ადგილზეა. გუნდი 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ რეალს.