ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში კადისი საკუთარ მოედანზე ვალიადოლიდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში უგოლო ფრე ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო კადისის ქართველი შემტევი იური ტაბატაძე, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს.
ტაბატაძემ კადისის მაისურით მორიგი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარის გამო, გააუქმეს. ამ გადაწყვეტილებას დიდი პროტესტი მოჰყვა.
კადრებში ჩანს, რომ ტაბატაძე თამაშგარე მდგომარეობაში არ არის, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე უკანაა და გოლი ჩასათვლელი იყო.
"მსგავსი რამ 30 წელია არ მინახავს. რატომ არ ჩაითვალა ტაბატაძის გოლი? - თამაშგარე არ იყო და მსაჯმა ეს მომენტი ვიდეო-რეფერიზეც კი არ გადაამოწმა. ტაბატაძის და მთელი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა კადისის მწვრთნელმა გაისკა გარიტანომ.
სანაკრებო პაუზის წინ, კადისს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს. ლიდერ რასინგს ისინი მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. ლა ლიგა 2-ში ტაბატაძეს 4 გოლი აქვს გატანილი.
👀 Por la posición de Álvaro García Pascual en la trayectoria del defensor que trata de interceptar el disparo de Tabatadze anula el gol #CadizCF #RealValladolid #LaLigaHypermotion pic.twitter.com/00OIQB3Z5h
— Nacho Limón (@nacholimonlara) November 9, 2025












