საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში პსჟ სტუმრად ლანსს დაუპირისპირდა, 2:0 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.
მატჩის შემდეგ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს უსმან დემბელეს ჰკითხეს, რა შანსები აქვს მას წელს ოქროს ბურთის მოგების.
"მოვიგებ თუ არა წელს კიდევ ერთ ოქროს ბურთს? ვნახოთ, მშვიდად ვარ, რადგან ინდივიდუალური ტიტულები გუნდური წარმატების შემდეგ მოდის და ახლა მიზანი გუნდთან ერთად ტიტულების მოგებაა.
ჩემპიონობა აღვნიშნეთ, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ვიცით, რომ მალე სეზონის მთავარი მატჩი გვაქვს და ამისთვის ვემზადებით", - განაცხადა დემბელემ.
შეგახსენებთ ,რომ 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და არსენალი დაუპირისპირდებიან.








