ტოტენჰემის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სონ ჰინ მინის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. შეგახსენებთ, პორტუგალიელი სპეციალისტი კორეელ ფორვარდთან ერთად ლონდონში 2019-2021 წლებში მუშაობდა. იმის შემდეგ, მწვრთნელმა მოასწრო რომაში მუშაობაც და იქიდან წასვლაც, შემტევი კი ახლაც ჰოტსპურშია.
"სონი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შესაძლოა, ტოტენჰემის გულშემატკივრებს არ მოეწონოთ ჩემი სიტყვები, თუმცა ეს რეალობაა - მას რომ სხვა გუნდში ეთამაშა, ბევრად უფრო მეტს მიაღწევდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჰინ მინის კარიერა სიტიში, ლივერპულში, ჩელსიში ან თუნდაც სხვა ქვეყნის ტოპ კლუბში.
არ გამოვხატავ უპატივცემულობას ლონდონური გუნდის მიმართ, უბრალოდ სამხრეთ კორეელ თავდამსხმელს უკეთეს კლუბში შეეძლო ტიტულების მოგება და უფრო მეტის მიღწევა. ჰოტსპურის ფორვარდი არის უნივერსალური შემტევი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს", - განაცხადა სპურსის ყოფილმა დამრიგებელმა.