როგორც მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესი მადრიდის რეალის პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩიეს. შესაბამისად, პერესი დღეიდან იწყებს იმ დაპირებების შესრულებას, რაც გულშემატკივრებთან ჰქონდა.
პირველ რიგში, სამეფო კლუბი რამდენიმე დღეში ჟოზე მოურინიოს მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს.
პერესმა უკვე დაიწყო ახალი პროექტის შენება და ის მადრიდელებს ჰპირდება, რომ ეს მე-16 ჩემპიონთა ლიგის მომგები პროექტი იქნება.
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო რეალში პრიორიტეტად დაცვას მიიჩნევს და თვლის, რომ ეს გუნდის მთავარი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, ნახევარდაცვაში რეალს კრეატიულობის პრობლემა აქვს, ჟოზე გუნდის შენებას მხოლოდ დაცვიდან იწყებს.
ამაზე ციფრებიც მეტყველებს. მაშინ, როცა ბოლოს რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, იმ სეზონში 55 მატჩში 50 გოლი გაუშვა,მას შემდეგ სიტუაცია საგანგაშოდ შეიცვალა. „ლოს ბლანკოსმა“ 2024/25 წლების სეზონში 68 მატჩში 84 გოლი გაუშვა, ხოლო 2025/26 წლებში 56 მატჩში 64 გოლი.
მოურინიომ პერესს უკვე მოსთხოვა კიდევ ერთი მაღალი დონის ცენტრალური მცველის და მარცხენა მცველის მოყვანა. განიხილება გვარდიოლის და კალაფიორის მოყვანა, რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებენ - ერთი უფრო შეტევითი სტილის მცველი, მეორე კი მთლიანად დაცვაზე ორიენტირებული.
რეალმა ორი ტრანსფერი უკვე განახორციელა. დუმფრისისა და კონატეს სახით მოურინიომ მთავარი პრობლემის მოგვარება დაიწყო და წინ მთელი ზაფხულია.


![[VIDEO] "ლიონელ მესი? შემდეგი კითხვა“ — რონალდუმ არგენტინელზე საუბარი არ ისურვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FFVGgWchi79QbGYQxtAMUBtq2rydxUDz0.png&w=3840&q=75)









