მილანის ინტერისა და რომას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გაიხსენა ორი არშემდგარი ტრანსფერი თავისი იტალიური კარიერიდან. პორტუგალიელს სურდა ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსის გადმობირება "ნერაძურიში", მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის გარდა, "შავ-ლურჯების" ყოფილ სპეციალისტს დე როსის წაყვანა მადრიდის რეალშიც სურდა.
"ძალიან მინდოდა ტოტის ხილვა ინტერში, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ის უკვე ასაკში იყო. სამწუხაროდ, მისი ტრანსფერი შეუძლებელი აღმოჩნდა. მილანურ კლუბში, ასევე მინდოდა დე როსის გადმობირებაც, მაგრამ ეს გარიგებაც არ გამოვიდა. მოგვიანებით, მის რეალში გადმოყვანაზეც საკმაოდ აქტიურად ვფიქრობდი.
ფრანჩესკო და დანიელე არიან ფეხბურთელები, რომელთა ხილვასაც ნებისმიერ გუნდში ვისურვებდი", - განაცხადა "განსაკუთრებულმა". შეგახსენებთ, 61 წლის სპეციალისტი მეაცაზე მუშაობდა 2008-2010 წლებში, "ჯალოროსიში" კი 2021-2024 წლების პერიოდში. "მგლებიდან" წამოსვლის შემდეგ მოურინიო უმუშევარია.