რეალ მადრიდმა დაადასტურა, რომ როდრიგომ ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდთან შეხვედრაში ბარძაყის მძიმე დაზიანება მიიღო და ლა ლიგის მომდევნო ტურში გასამართ ელ კლასიკოში, გუნდს ვერ დაეხმარება. სულ რამდენიმე წუთის წინ კი სამეფო კლუბმა ტიბო კურტუას შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. როგორც გაირკვა, დაზიანება ბელგიელმა მეკარემაც მიიღო და 32 წლის კარის დარაჯი დიდი ალბათობით ბარსელონასთან საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.
ბრაზილიელ ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება, თუმცა კლუბთან დაახლოებული წყაროები როგორც ვარაუდობენ, დაზიანება საკმაოდ მძიმეა და დიდი შანსია 23 წლის შემტევმა გარკვეული პერიოდი გამოტოვოს. ჯერჯერობით უცნობია რა სიმძიმის დაზიანება მიიღო კურტუამ.
რეალ მადრიდის ლაზარეთში როდრიგოსა და კურტუას გარდა კიდევ ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელს შევხვდებით — დანი კარვახალი და დავიდ ალაბა ბრაზილიელის მსგავსად ელ კლასიკოს გამოტოვებენ. რაც შეეხება ბრაჰიმ დიასს, მაროკოელის განაცხადში მოხვედრის შანსი, საგრძნობლად გაიზარდა.