ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, კერტის ჯონსმა ბოლო ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ინგლისელი ფეხბურთელი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯონსი 4-დან 5 კვირამდე იუქმებს, რის შემდეგაც გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.











