სერია A-ს 36-ე ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე გაიმართა, სადაც მილანმა ატალანტას უმასპინძლა.
მაყურებელმა მასიმილიანო ალეგრის გუნდის მორიგი უსახური და სუსტი პერფორმანსი იხილა, რასაც მატჩის ლოგიკური დასასრული მოჰყვა - რაფაელე პალადინოს გუნდმა "როსონერი" საკმაოდ მარტივად დაამარცხა.
მილანის კრიზისი გრძელდება, რის ფონზეც საკმაოდ დიდი შანსია ლომბარდიულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვეღარ მოიპოვოს.
მილანი 2-3 ატალანტა
გოლები: 0-1 ედერსონი 7', 0-2 დავიდე ძაპაკოსტა 29', 0-3 ჯაკომო რასპადორი 52', 1-3 სტრაინია პავლოვიჩი 89', 2-3 კრისტოფერ ნკუნკუ (პენ.) 90+3.
მატჩის მიმოხილვა








