სერია ა-ს მერვე ტურში ტურინის იუვენტუსმა მიიღო რომის ლაციო, რომელიც დაამარცხა მინიმალური ანგარიშით, 1:0. მასპინძლებმა მარიო ჯილას ავტოგოლით მოიგეს. ამ გამარჯვების შემდეგ, "ბებერი ქალბატონი" აგროვებს 16 ქულას და უთანაბრდება სატურნირო ცხრილის ლიდერს, ნაპოლის, რომელსაც წინ ემპოლისთან მატჩი ელის.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ რვა ტურის შემდეგ, "ბიანკონერიმ" გაუშვა მხოლოდ 1 გოლი, 11 კი გაიტანა. შემდეგი მეტოქე იქნება მილანის ინტერი, შეხვედრა 27 ოქტომბერს გაიმართება. იქამდე ტიაგო მოტას გუნდი 22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე შტუტგარტს მიიღებს.