დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება! ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ზედიზედ მე-2 მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს და დღეს გასამართი მატჩი ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ესპანეთთან მოგებას მაინც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თითოეული მოპოვებული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.
შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრებმა 3 დღის წინ უკრაინასთან მძიმე მარცხი განიცადა. ჯიკიჩის გუნდმა საკმაოდ სუსტი პერფორმანსი შემოგვთავაზა, უკრაინამ კი პირიქით, ტოპ შეხვედრა ჩაატარა და სრულიად დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მე-3 პოზიციას იკავებს. ჯიკიჩის გუნდს 7 ქულა აქვს, ჩვენს დღევანდელ მეტოქე ესპანეთს კი 10 ქულა.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩუს მატეოს გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა და ასეთ გუნდთან გამარჯვების დაგეგმვა ნებისმიერი მეტოქისთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს.
ჩვენმა მეტოქემ გასულ ტურში დანიას უმასპინძლა და უშანსოდ, 109:81 დაამარცხა, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.
ესპანეთის ნაკრების განაცხადი:

რაც შეეხება საქართველო-ესპანეთის ურთიერთშეხვედრებს. ეს ორი ნაკრები ერთმანეთს სულ 6-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც უფრო მეტი ესპანეთმა მოიგო, კერძოდ 4, ჩვენმა ნაკრებმა კი მეტოქეს 2-ჯერ აჯობა.
პირველი წრის დაპირისპირება ესპანეთის გამარჯვებით 90:61 დასრულდა. იმ შეხვედრაში ჯიკიჩის გუნდმა მაყურებელს საინტერესო ვერაფერი შესთავაზა და უშანსოდ დამარცხდა.














