ლა ლიგის მეოთხე ტურში ბარსელონამ გასვლით მატჩში ვალენსია ანგარიშით 5:0 გაანადგურა. დუბლი გაიფორმა იამალმა, თითო გოლიც რაფინიამ, პედრიმ და ფერმინმა შეაგდეს. კატალონიელები აღნიშნული მოგებით აგროვებენ 12 ქულას და პრიმერა დივიზიონში ლიდერობას იმყარებენ.
ვალენსია 0:5 ბარსელონა
გოლები: 0:1, 0:5 ლამინ იამალი 6', 84', 0:2 ფერმინ ლოპესი 22', 0:3 რაფინია 50', 0:4 პედრი 79'.












