29 წლის ქართველი არბიტრი ახალი ზელანდია V ინგლისისა და ავსტრალია V უელსის დაპირისპირებებს განსჯის - ამაშუკელი ორივე მატჩში მთავარი მსაჯი იქნება.
ახალი ზელანდიისა და ინგლისის დაპირისპირება 6 ივლისს, ფორსიტ ბარ სთედიუმზე (ახალი ზელანდია) გაიმართება. ცნობისთვის, ეს სტადიონი 2011 წელს გაიხსნა და 30 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი.
მელბურნში, 29,500 გულშემატკივართან ერთად, ავსტრალია აამი პარკზე უმასპინძლებს უელსს - აღნიშნული შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია და უელსი ერთმანეთს 6 ივლისსაც დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულში 3 ტესტს მატჩს გამართავს - 5 ივლისს, ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის ნაკრებს უმასპინძლებენ, ხოლო 13 და 20 ივლისს იაპონიასა და ავსტრალიას ესტუმრებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს ნიკა ამაშუკელი ქართული რაგბის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქართველი არბიტრი, რომელმაც რაგბის მსოფლიო თასზე იმსაჯა.










