დღეს გაიმართება იტალიის სუპერთასის კიდევ ერთი ნახევარფინალური დაპირისპირება, ამჯერად ტურინის იუვენტუსსა და მილანს შორის. შეგახსენებთ, რომ პირველი ფინალისტი არის მილანის ინტერი, რომელმაც გუშინ ბერგამოს ატალანტას მოუგო. დავუბრუნდეთ "ბებერი ქალბატონისა" და "როსონერის" მატჩს, რომელშიც ერთი საინტერესო დეტალი ფიგურირებს.
როგორც მოგეხსენებათ, "ეშმაკებმა" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს პაულუ ფონსეკა, მის ნაცვლად კი სერჟიუ კონსეისაუ დანიშნეს. პორტუგალიელი სპეციალისტის დებიუტი შედგება იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც თამაშობს მისი ვაჟი, ფრანსიშკუ. როგორც ვხედავთ, დღეს მამა - შვილის დაპირისპირებას ვიხილავთ.
პორტუგალიელი გარემარბი "ბიანკონერიში" გადავიდა გასულ ზაფხულს, განათხოვრების წესით პორტუდან და მან 19 შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოასწრო. ალიანსზე კმაყოფილები არიან კონსეისაუ უფროსით და მის გამოსყიდვაზეც ფიქრობენ. ვნახოთ, როგორ ითამაშებს ახალგაზრდა ვინგერი მამის გუნდის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტიაგო მოტას გუნდის გარემარბი "დრაკონების" შემადგენლობაში სწორედ "შავ-წითლების" ამჟამინდელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშობდა. იუვეს მე-7 ნომერმა 50 წლის სპეციალისტის ფრთის ქვეშ ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 13 ასისტი.