მოეწონებოდა თუ არა მარადონას კვარაცხელიას თამაში? - დიეგოს შვილის კომენტარი

"ვინ მოეწონებოდა დიეგოს ნაპოლის ამჟამინდელი შემადგენლობიდან? კვარაცხელია, რადგან ის მსგავსი სათამაშო სტილის მქონე ფეხბურთელებით ყოველთვის იხიბლებოდა. მას თავისი კლუბის ქომაგების გამხიარულება და ბურთთან მეგობრულად მოპყრობა შეუძლია", - განაცხადა არგენტინელმა რადიოს ეთერში.
შეგახსენებთ, ქართველი გარემარბი "პარტენოპეიში" თამაშობს 2022 წლიდან და იმის შემდეგ მან მოასწრო 71 შეხვედრის ჩატარება და 19 გოლის გატანა. სადებიუტო სეზონი მისთვის გამოდგა ტრიუმფალური - ხვიჩამ თავის გუნდთან ერთად სკუდეტო მოიგო. ეს იყო "აძურის" მე-3 ჩემპიონობა თავის ისტორიაში და პირველი 1990 წლის შემდეგ.







