იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურში, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, მილანი კალიარის ესტუმრა და მეტოქე 1-0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მატჩის ერთადერთი გოლი კი მეორე ნახევრის დებიუტში გავიდა — 50-ე წუთზე თავი რაფაელ ლეაომ გამოიჩინა და მილანმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
კალიარი 0-1 მილანი
გოლი: რაფაელ ლეაო (50')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, 38 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. მომდევნო ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდი საკუთარ მოედანზე ჯენოას უმასპინძლებს.








