ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ მიზანს მიღწია და ფროსინონესთან ერთად სერია ა-ს საგზური მოიპოვა.
ბოლო ტურში ფროსინონე მანტოვას დაუპირისპირდა და ქულაც საკმარისი იყო, რომ ადგილი გაენაღდებინათ, თუმცა მეტოქე არ დაინდეს და 5:0 გაანადგურეს.
ფროსინონეს ამ წარმატებაში კვერნაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა. მთელი სეზონი ის სტაბილურად თამაშობდა და 5 გოლითა და 5 ასისტით გამოირჩა.








