ლეგენდარულმა რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირამ ერთმანეთს მადრიდის რეალი და ბარსელონა შეადარა. ვეტერანი შემტევი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისი ყოფილი კლუბი "ბლანკოსს" ჩამოუვარდება და მდგომარეობას არც ნიკო უილიამსის ტრანსფერი შეცვლის. აქვე დავამატებთ, კატალონიელები დანი ოლმოს ტრანსფერზეც მუშაობდნენ.
"ძალიან მიყვარს ბარსელონა, თუმცა ობიექტურად, რეალი ახლა მნიშვნელოვნად წინ არის. უილიამსის გადმოსვლა დიდი გაძლიერება იქნება, თუმცა მხოლოდ მისი ტრანსფერი არ არის საკმარისი. ნიკოს გარდა, კატალონიელებს კიდევ 1-2 მაღალი დონის მოთამაშის დამატება სჭირდებათ. ასე შეძლებს "ბლაუგრანა" მადრიდელებთან გათანაბრებას.
დანარჩენს კი მოახლოებული სეზონის მიმდინარეობა გვიჩვენებს. ელ კლასიკო ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, პირველ რიგში იმას, შეუძლიათ თუ არა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "სამეფო კლუბისთვის" კონკურენციის გაწევა", - განაცხადა ყოფილმა ბრაზილიელმა ფორვარდმა.