ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ სიტიმ მორიგი კრახი განიცადა და საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედთან 2:1 დამარცხდა.
მოგეხსენებათ, სიტიმ უკვე მე-8 მატჩი წააგო და ლოგიკურია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ჰკითხეს, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:
"აქ ვარ და ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა ეს პრობლემები მოვაგვარი. დიახ, ყველაფერი ჩემი ბრალია, მწვრთნელი მე ვარ და პასუხისმგებლობა მაკისრია. გუნდში ვმუშაობ იმიტომ, რომ ამ კრიზისიდან გამოსავლის გზები ვეძებო.
ერთი თვის წინ, დაუმარცხებლები ვიყავით, ერთი თვის თავზე კი 8 თამაში გვაქვს წაგებული, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ცუდი სერია შეწყდეს და მომდევნო მატჩებში სიტიმ მოგებები გააგრძელოს", - განაცხადა გვარდიოლამ.