თანაქალაქელი ატლეტიკოს პენალტების სერიაში დამარცხებით, მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სამეფო კლუბი" ამ სტადიაზე ითამაშებს რიგით მე-40-ედ, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის რეკორდია.
"ბლანკოსის" შემდეგ მოდის მიუნხენის ბაიერნი, რომელიც მეოთხედფინალურ სტადიაზე თავის ისტორიაში 35-ედ გავიდა. ესპანური გუნდის მოწინააღმდეგე 1/4 ფინალში იქნება ლონდონის არსენალი და ინგლისური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, კარლო ანჩელოტის შეგირდები პარის სენ-ჟერმენსა და ბირმინგემის ასტონ ვილას შორის ერთ-ერთს შეხვდებიან.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მერვედფინალში გასვლისთვის, სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებს პლეიოფში მანჩესტერ სიტის დამარცხება მოუწიათ. დავუბრუნდეთ 1/4 ფინალს, რომელშიც რეალი "მეთოფეების" წინააღმდეგ პირველ მატჩს გამართავს სტუმრად, საპასუხოს კი შინ.