მიულერის საოცარი მიღწევა — გერმანელმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა რეკორდმაისტერის ფეხბურთელისთვის, ტომას მიულერისთვის, რომელმაც ტურნირის რეკორდი დაამყარა.
35 წლის გერმანელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გუნდის მაისურით 152 შეხვედრა ჩაატარა, რაც რეკორდული მაჩვენებელია — მიულერმა ხავის შედეგი გააუმჯობესა.
ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გუნდის მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა:
1) ტომას მიულერი (ბაიერნი) — 152;
2) ხავი (ბარსელონა) — 151;
3) იკერ კასილასი (რეალი) — 150;
4) ლიონელ მესი (ბარსელონა) — 149;
5) რაიან გიგზი (მან.იუნაიტედი) — 141;
6) კარიმ ბენზემა (რეალი) — 133;
7) რაული (რეალი) — 130;
8) ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) — 130;
9) სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა) — 129;
10) სერხიო რამოსი (რეალი) — 129;
ზოგადად, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუს აქვს მიღებული, რომელმაც ტურნირზე 183 მატჩი ითამაშა — პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აღნიშნულ შედეგს 3 გუნდის მაისურით მიაღწია და 140 გოლთან ერთად, 48 საგოლე გადაცემაც გაიფორმა.
ტოპ 10 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩით:
1) კრიშტიანუ რონალდუ — 183;
2) იკერ კასილასი — 177;
3) ლიონელ მესი — 163;
4) კარიმ ბენზემა — 152;
5) ტომას მიულერი — 152;
6) ტონი კროოსი — 151;
7) ხავი — 151;
8) რაული — 142;
9) სერხიო რამოსი — 142;
10) მანუელ ნოიერი — 142;








