ტიაგო მოტა აღარ ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი, თუმცა თავისი ყოფილი გუნდის შესახებ საუბარი მას მაინც ხშირად უწევს. ცოტა ხნის წინ, იტალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ის ქენან ილდიზის შესახებ, არა როგორც მისი დამრიგებლის, არამედ ამჯერად ფეხბურთის მაყურებლის გადმოსახედიდან.
"ილდიზს უდიდესი პოტენციალი აქვს. როდესაც იუვენტუსის მწვრთნელი ვიყავი, ხშირად ვათამაშებდი მას, რადგან ის ამ ყველაფერს იმსახურებდა. დიახ, იყო თამაშები, როდესაც ქენანი რჩებოდა სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ ჩავარდნები ნორმალურია, ეს ყველას შეიძლება დაემართოს. მჯერა, რომ მას დიდი მომავალი აქვს.
თურქი გარემარბის ყველაზე ძლიერი მხარე? ის საოცრად შრომისმოყვარეა და მუდმივად განვითარებას ცდილობს. მის ასაკში საქმისადმი ასეთი სერიოზული მიდგომა, დიდი იშვიათობა არის", - განაცხადა ტურინელთა ყოფილმა სპეციალისტმა.