მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სანაკრებო პაუზის შემდეგ კომენტარს აკეთებს და გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
ვინისიუსის ფორმაზე
"მესმის, რომ ის საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა ვინი რეალისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვარჯიშებზე ის ბოლომდე იხარჯება. გოლებს ვერ იტანს, მაგრამ გუნდის შეტევებში დიდ როლს თამაშობს. ყოველთვის ფეხბურთელი 100%-ით მზად ვერ გეყოლება და ამას უნდა შევეგუოთ."
როდრიგო ოქროს ბურთის ნომინანტთა სიის მიღმა
"მის ადგილას მეც ძალიან გავბრაზდებოდი. ალბათ, ბევრს დაავიწყდა, რა გააკეთა მან გასულ სეზონში. ბევრი გამარჯვების გოლი, გოლები ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ და რაც მთავარია, როდრიგოს ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ის საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის ყოფნას აუცილებლად იმსახურებდა."
ბელინგემის და ჩუამენის მდგომარეობაზე
"ვადასტურებ, რომ ისინი სოსიედადთან მატჩს გამოტოვებენ. ბელინგემმა და ჩუამენიმ მსუბუქი ვარჯიშები დაიწყეს და ვნახოთ, იქნებიან თუ არა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში"
მბაპე რეალში
"როგორც გითხარით, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მბაპე ან ვინისიუსი ცუდად თამაშობენ. პირიქით, ისინი ბევრს ვარჯიშობენ და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეები არიან. არ დაგავიწყდეთ, რომ სეზონი 9 აგვისტოს დაიწყო. მბაპე რეალში ყოველდღიურად ვითარდება და ვფიქრობ, თავის შესაძლებლობსებსაც სრულყოფილად დაგვანახებს."
მჭიდრო კალენდარი
"ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე და რაც არის, უნდა შევეგუოთ. თამაშები საკმაოდ ხშირად გვექნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მთავარი ისაა, რომ გუნდის განწყობაზე ეს არ მოქმედებს."