ლიგა 1-ის მე-20 ტურის ფარგლებში მეცმა საკუთარ კედლებში მიიღო ლორიენი, რომელთანაც ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძის აქტიურობას მოჰყვა. ქართველმა ფორვარდმა დიდიე ლამკელ ზე ერთი-ერთზე დატოვა მეკარესთან და შედეგმაც არ დააყოვნა.
ეს იყო "წითლების" თავდამსხმელის პირველი საგოლე მოქმედება, ამსტერდამის აიაქსიდან დაბრუნების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფორვარდი ნიდერლანდელების საკუთრებაა და საფრანგეთში იჯარით თამაშობს. ლოთარინგიელების შემდეგი მეტოქე მარსელის ოლიმპიკი იქნება, მატჩი 9 თებერვალს გაიმართება.