ევროპა ლიგის ძირითადი ბადის პირველ რაუნდში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ლიონსა და ოლიმპიაკოსს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ლიონმა ლიგა 1-ის სეზონი არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო, ევროპა ლიგაზე მათ ამ სეზონში პირველივე შეხვედრა მოიგეს.
ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ ლიონი უპირატესობიას მეორე ტაიმში დაეუფლა, 5-წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაიტანა, ანგარიში შეინარჩუნა და 2:0 გაიმარჯვა.
სათადარიგოთა სკაზმე იყო ლიონის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.