საფრანგეთის ლიგა 1-ის ფლეიაუტის მატჩი სტ.ეტიენსა და მეცს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მეცის ქართველი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.
მარცხის მიუხედავად, მეცი ლიგა 1-ში დარჩენის შანსებს მაინც ინარჩუნებს. ამ გუნდების განმეორებითი მატჩი მეცში, 2 ივნისს შედგება.