ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა. მოგეხსენებათ, გოლის ავტორი თურქეთთანაც ის გახდა.
მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თავის ნაკრებში პირველ 2 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. ბოლოს მსგავსი შედეგი ანდრეი შევჩენკომ, 2012 წელს დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 9 სეივი გააკეთა, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორე შედეგია. ის მხოლოდ შვეიცარიელ იან ზომერს ჩამორჩება (10 სეივი საფრანგეთის წინააღმდეგ).
ჩეხეთის ნაკრებმა საქრათველოს ნაკრებს კარში 12-ჯერ დაურტყა, რაც ისტორიაში ყველაზე მეტი დარტყმაა იმ ნაკრებებს შორის, რომელთაც ამდენი დარტყმის მიუხედავად, თამაში ვერ მოიგეს.